თავში

დღეს ეროვნული გალერეა გაიხსნება

დღეს ეროვნული გალერეა გაიხსნება
დღეს ეროვნული გალერეა გაიხსნება

განახლებული ეროვნული გალერეა დღეს, 2 ნოემბერს გაიხსნება გამოფენით, რომელიც ერთ საგამოფენო სივრცეში ორი დიდი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების ექსპონირების გზით მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების საინტერესო კონტექსტს გვთავაზობს.

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებული გამოფენისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან 20 ნამუშევარი შეირჩა, რომელიც მხატვრის შემოქმედების ფართო ჟანრობრივ დიაპაზონს წარმოაჩენს.

ნიკო ფიროსმანაშვილის ახალ გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო-საინფორმაციო მასალა, რაც ნებისმიერი თანამედროვე ექსპოზიციის განუყოფელი ნაწილია და დღემდე ეროვნულ გალერეას არ ჰქონდა. კერძოდ, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ ხელმისაწვდომია აუდიოტური სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული), რომლის მოსმენასაც დამთვალიერებელი ყურსასმენების საშუალებით შეძლებს. 

გამოფენის ხილვის შესაძლებლობა ვიზიტორებს 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე ექნებათ. 

ეროვნული გალერეის ერთი დარბაზი მომავალშიც პერმანენტულად დაეთმობა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას, რისთვისაც მხატვრის ნამუშევრები პერიოდულად შეიცვლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system