თავში

დღეს ნიკო ქაჯაიასთვის ხმის მიცემა იწყება

დღეს ნიკო ქაჯაიასთვის ხმის მიცემა იწყება
დღეს ნიკო ქაჯაიასთვის ხმის მიცემა იწყება

17 დეკემბრის 23:00 საათიდან საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე  http://junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყება.

შევდივართ ბმულზე, ვუსმენთ ყველა გამომსვლელის ვიდეოკოლაჟს, ამის მერე გვეძლევა ხმის მიცემის საშუალება.

ხმა შეგვიძლია მივცეთ ნიკოს (საქართველოს)და კიდევ რომელიმე ორ ქვეყანას.

ხმის მიცემისას, ფიქსირდება IP მისამართი, ამიტომ ერთი ოჯახიდან ან ორგანიზაციიდან თუ ხდება ხმის მიცემა ტელეფონები უნდა გადავიყვანოთ 4G-ზე, რათა ყველა ხმა დაფიქსირდეს.

ცნობისთვის, საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია 19 დეკემბერს „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად წარდგება.

19 მონაწილე ქვეყნის რიგითობა დღეს გახსნით ცერემონიაზე გახდა ცნობილი. ხვალიდან კი კონკურსანტები პირველ რეპეტიციებს დიდ სცენაზე გაივლიან.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) წარდგება.

რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system