თავში

დღეს "ოქროს გლობუსის“ დაჯილდოება გაიმართება

დღეს "ოქროს გლობუსის“ დაჯილდოება გაიმართება
დღეს ოქროს გლობუსის“ დაჯილდოება გაიმართება

"ოქროს გლობუსის" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება. მაუწყებლობა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, ხოლო თბილისის დროით კი 1 მარტს  დილის 05:00 საათზე დაიწყება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელი ცერემონია ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება. მისი ნახვა "ოქროს გლობუსის" ოფიციალურ Facebook გვერდზე იქნება შესაძლებელი.

წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალს კვლავ თინა ფეის და ემი პოლერის დუეტი წაიყვანს.

"ოქროს გლობუსი" წელს კინოს ინდუსტრიის  პირველი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან იგი "ოსკარების" შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა. ითვლება, რომ ფილმებსა და სერიალებს, რომლებიც ოქროს გლობუსს მიიღებენ, 25 აპრილს, "ოსკარებზე" გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვთ.  

ფილმებს შორის ყველაზე მეტ ნომინაციაში წარადგინეს დევიდ ფინჩერის ფილმი Mank, ხოლო სერიალებს შორის Netflix-ის პროექტი  The Crown ლიდერობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system