თავში

დღეს სოფრომ მგალობლიშვილის 170 წლის იუბილეა

​დღეს სოფრომ მგალობლიშვილის 170 წლის იუბილეა
დღეს სოფრომ მგალობლიშვილის 170 წლის იუბილეა

დღეს ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, სოფრომ მგალობლიშვილის 170 წლის იუბილეა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

სოფრომ მგალობლიშვილმა მოღვაწეობა პედაგოგიური საქმიანობით დაიწყო. იგი თბილისის სასულიერო აკადემიაში განათლების მიღების შემდეგ მშობლიურ ქალაქ გორში დაბრუნდა, სადაც ქართულ და რუსულ ენებს ასწავლიდა. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც იყო დაკავებული. სემინარიაში სწავლის დროს დაინტერესდა ანტიმონარქიული შეხედულებებით და გორში დაბრუნების შემდეგ დაბა-სოფლებში სახალხო გამოსვლებითა და სხვადასხვა სახის ლიტერატურის გავრცელებით ცდილობდა თავისი ხედვების გამოხატვას.

იგი თანამშრომლობდა ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ “იმედთან“ და მუდამ ცდილობდა, რომ თავისი შემოქმედებით გამოხმაურებოდა გლეხების გაჭირვებას და ცხოვრებას უსამართლო სამუშაო პირობების ფონზე. გორის ხალხოსანთა რევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობისათვის ორჯერ (1876 და 1878 წლებში) იყო დაპატიმრებული.

მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ მომდევნო წლების განმავლობაში საქმიანობა ფოთში განაგრძო, სადაც საეპარქიო სამმართველოში მუშაობდა, ხოლო 1897 წელს თბილისში სინოდის კანტორაში გააგრძელა მოღვაწეობა. 1910 წელს, სინოდიდან დათხოვნის შემდეგ, იგი მთლიანად საზოგადოებრივი საქმიანობით და ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობით იყო დაკავებული.

სოფრომ მგალობლიშვილის მოღვაწეობა პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შემდეგ სამწერლობო მიმართულებითაც განვითარდა. იგი გაზეთ "ჩვენი დროების" და გაზეთ "თემის" რედაქტორი იყო. მწერალი ავტორია მოთხრობებისა: "დედა მაია", "ღამის მეხრე ცეცო", "მთიული სოსე". ასევე, მისი ავტორობით გამოიცა ვრცელი ავტობიოგრაფიული მოთხრობა "წარსულიდან", საყმაწვილო მოთხრობები - "თინიას გიშერა", "ყაყიტას ქურდი" და სხვ.

სოფრომ მგალობლიშვილი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system