თავში

"დიდებული საუკუნის" მსახიობი გარდაიცვალა

​"დიდებული საუკუნის" მსახიობი გარდაიცვალა
დიდებული საუკუნის მსახიობი გარდაიცვალა

მსახიობი საბინა ტოზია, რომელიც პოპულარულ ისტორიულ სერიალში "დიდებული საუკუნე" სულთან სულეიმანის ძიძას თამაშობდა, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგა, მერიემ უზერლი ავრცელებს, რომელიც ჰიურემ სულთანის როლს ასრულებდა.

"Ძალიან მიყვარხარ. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ სამ საოცარ პროექტზე: "დიდებული საუკუნე", "დედის ჭრილობა" და "მაფია ვერ მართავს მსოფლიოს". გუშინ შენ წახვედი. გული მეგლიჯება“,- წერს უზერლი თავის "ინსტაგრამზე".

ტოზიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამავე დროს, თურქული გამოცემა Cumhuriyet წერს, რომ 2021 წლის დასაწყისში მსახიობს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას ინსულტი დაემართა. მას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system