თავში

"დიდი სიხარული მოგვიტანა!" - პაატა ბურჭულაძე

"დიდი სიხარული მოგვიტანა!" - პაატა ბურჭულაძე
დიდი სიხარული მოგვიტანა! - პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ბურჭულაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 20 წლის ქართველი პიანისტის, სანდრო გეგეჭკორის "მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში" გამარჯვებას ეხმაურება.

"სანდროს გამარჯვება მთელი საქართველოს გამარჯვებაა! არაერთხელ ვყოფილვარ საერთაშორისო ჟიურის წევრი და ამიტომ კარგად ვიცი, რამდენად უკეთესი უნდა იყო ყველა მონაწილეზე, რომ პატარა ქვეყნის შვილმა ასეთი დიდი წარმატება მოიპოვო. სანდროს პირველმა პრემიამ ამ დაძაბულ ფონზე კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველი ერი აუცილებლად გადარჩება, ჩვენ დავძლევთ სიბნელეს და მომავალი ნიჭით სავსე თაობის იქნება. სანდროს მრავალი წელია გვერდით უდგას ფონდი "იავნანა", ისევე როგორც არაერთ გამორჩეულ ახალგაზრდას. დიდი სიხარული მოგვიტანა! მთელი მსოფლიოდან 400 პიანისტს შორის პირველი პრემია და მაყურებლის სიმპათიის პრიზი, თან ყველაზე უმცროსი 20 წლის მონაწილე. დიდება საქართველოს, დიდება მუსიკას!", - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system