თავში

Disney-მ და სკარლეტ იოჰანსონმა დავა მოაგვარეს

​Disney-მ და სკარლეტ იოჰანსონმა დავა მოაგვარეს
Disney-მ და სკარლეტ იოჰანსონმა დავა მოაგვარეს

კომპანიამ Disney და მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა იურიდიული დავა მოაგვარეს, რომელიც Marvel-ის ფილმს "შავი ქვრივი" ეხებოდა. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

ამასთან, გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თავად იოჰანსონი აცხადებს, რომ Disney-სთან დავის მოგვარებით კმაყოფილია და მომავალი თანამშრომლობის იმედი აქვს.

"ძალიან ამაყი ვარ იმ შრომით, რომელიც ერთად მრავალი წლის მანძილზე გავწიეთ და გუნდთან ჩემი შემოქმედებითი ურთიერთობები ძალიან მომწონს", - აღნიშნულია მის განცხადებაში.

ცნობისთვის, კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის მიზეზი იყო კინოთეატრებში გამოშვებასთან ერთად ფილმის სტრიმინგ სერვისზე გამოსვლა გახდა.

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ იოჰანსონისა და "დისნეის" Marvel Entertainment-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ფილმი მხოლოდ კინოთეატრებში უნდა იყოს ნაჩვენები, რადგან მსახიობის ხელფასი სწორედ ჩვენებების შედეგად მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.

თავდაპირველად ფილმი 2020 წლის მაისში უნდა გამოსულიყო, მაგრამ პანდემიის გამო პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო. შედეგად, ბლოკბასტერი 2021 წლის 9 ივლისს, როგორც კინოთეატრებში, ასევე Disney+-ზე გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system