თავში

დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

​დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა
დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

საფრანგეთში ცნობილი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო France Presse მის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიზაინერი პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პიერ კარდენი მოდური ტენდენციის ერთ-ერთ განმსაზღვრელად ითვლება. 1957 წელს მან, მოდელიერებიდან პირველმა, გამოიტანა ხალხში მზა ტანსაცმლის კოლექციის მთელი სერია და ჩვენებები ჰაუსმანის ბულვარზე მოაწყო. მოგვიანებით მანვე მოაწყო რევოლუცია მრავალი მიმართულებით: პირველი: ავანგარდული სტილი. ვიწრო უსაყელო პიჯაკები, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდნენ “ბითლზები”. მეორე: დაამკვიდრა ლიცენზირების სისტემა და კარდენის ტანსაცმლის წარმოება დაიწყეს იაპონიაში, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირშიც კი. ჯამში 900 ლიცენზია, მსოფლიოს 140 ქვეყანაში და 200000 ადამიანი, რომელიც “Pierre Cardin”-ის მარკაზე წარმატებულად მუშაობდა. მესამე: ამ წელს მოდის ისტორიაში მამაკაცის სამოსის პირველი კოლექცია შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system