თავში

დრეიკმა ერთდროულად ორი სიმღერა გამოუშვა

დრეიკმა ერთდროულად ორი სიმღერა გამოუშვა
დრეიკმა ერთდროულად ორი სიმღერა გამოუშვა

კანადელმა მომღერალმა და რეპერმა დრეიკმა, ერთდროულად ორი ახალი სიმღერა გამოუშვა. When To Say When და Chicago Freestile შაბათ საღამოს აიტვირთა ონლაინ პლატფორმაზე. მომღერალმა ორივე სიმღერისთვის საერთო კლიპი გადაიღო, რომლის რეჟისორიც თეო სკუდრაა. 

სიმღერები რეპერის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არ იყო. დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში დრეიკმა დააანონსა სიახლე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის ჰქონდა დაგეგმილი ჩანაწერის პრეზენტაცია. 

მისი თქმით, ახალი სიმღერით სურს უჩვენოს საზოგადოებას რომ მას რეპი ისევ შეუძლია. ჩანაწერში დრეიკი თავის შვილზე და დედაზე მღერის. ასევე, იხსენებს იმ ჩანაწერებსა და გამარჯვებებს, რომელიც მისი მომავალი ვარსკვლავობისთვის ტრამპლინად იქცა. 

დრეიკმა დეკემბერში დაადასტურა, რომ ის მეექვსე ალბომზე მუშაობს, რომელიც 2020 წელს გამოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system