თავში

ძლიერი ქალური "დასაწყისი" - ქართული ფილმის ტრიუმფი

ძლიერი ქალური "დასაწყისი" - ქართული ფილმის ტრიუმფი
ძლიერი ქალური დასაწყისი -  ქართული ფილმის ტრიუმფი

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ გახდა. ფილმმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა. „ვერცხლის ნიჟარა“ გადაეცათ დეა კულუმბეგაშვილს, როგორც საუკეთესო რეჟისორს და ია სუხიტაშვილს, როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს.

ფილ­მის ში­ნა­არ­სის მიხედვით, გმი­რი ქალი სა­ქარ­თვე­ლოს მიყ­რუ­ე­ბულ პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს და რად­გან იგი "იე­ღო­ვას მოწ­მე­ე­ბის" ლი­დერ­ზეა გა­თხო­ვი­ლი, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი­სა­გან ტე­რორს გა­ნიც­დის. თუმ­ცა "თვით "იე­ღო­ვას მოწ­მე­თა" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ქალი და­ჩაგ­რუ­ლი და უუფ­ლე­ბოა - სექ­ტის პრინ­ცი­პი მა­მა­კა­ცის დო­მი­ნი­რე­ბაა და ამა­ში და­ეჭ­ვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ფილ­მის გმი­რი ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ელს ხვდე­ბა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ღრმავ­დე­ბა და ბო­ლოს სექ­სუ­ა­ლურ და სო­ცი­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­დის.

დეა კულუმბეგაშვილი 1986 წელს დაიბადა. რეჟისურა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში შეისწავლა. დეას ერთ-ერთი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „უხილავი სივრცეები“, 2014 წელს კანის კინოფესტივლის ოფიციალურ სექციაში მოხვდა. არანაკლებ წარმატებული გახლდათ მისი შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“, რომელიც ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system