თავში

ექნება თუ არა "ლაზიერის გამბიტს" გაგრძელება

​ექნება თუ არა "ლაზიერის გამბიტს" გაგრძელება
ექნება თუ არა ლაზიერის გამბიტს გაგრძელება

ცნობილი სერიალის, "ლაზიერის გამბიტის" რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი, ფრენკ სკოტი აცხადებს, რომ Netflix-ის პროექტს გაგრძელება არ ექნება. ამის შესახებ მან გამოცემა Deadline-ს განუცხადა.

"ვგრძნობ, რომ მოვყევით ის ისტორია, რომელიც გვსურდა. მე ვდარდობ, ან, ნება მომეცით, სხვანაირად ვთქვა, მეშინია, რომ თუ მეტიც მოყილას ვეცდებით, გავაფუჭებთ იმას, რას უკვე არის", - აღნიშნა სკოტმა.

მისი თქმით, პროექტის მონაწილეები ეკრანიზაციისთვის სხვა ისტორიას ეძებენ.

შეგახსენებთ, ფილმი The Queen’s Gambit 2020 წელს გამოვიდა. Netflix-ის ცნობით, „ლაზიერის გამბიტის“ გამოსვლიდან 28 დღეში სერიალი 68 მილიონმა ოჯახმა ნახა. სერიალმა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა და მიმდინარე წელს „ემის“ დაჯილდოებაზე 18 ნომინაციაში არის დასახელებული.

ცნობისთვის, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system