თავში

ელისო ბოლქვაძეს იუნესკო-ს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

ელისო ბოლქვაძეს იუნესკო-ს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა
ელისო ბოლქვაძეს იუნესკო-ს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრე აზულემ ცნობილ ქართველ პიანისტს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და იუნესკო-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოცემული სტატუსი ელისო ბოლქვაძეს 2015 წლის 22 იანვარს პარიზში მიენიჭა და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი პირველი ხელოვანი საქართველოდან.

იუნესკო-ს საპატიო ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა.

ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაერო-ს საერთაშორისო ღონისძიებებში.

გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი „ლირა“, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა.

მან ასევე 2013 დააფუძნა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system