თავში

ელისო ბოლქვაძე ფატმან ჯერენ იაზგანს შეხვდა

ელისო ბოლქვაძე ფატმან ჯერენ იაზგანს შეხვდა
ელისო ბოლქვაძე ფატმან ჯერენ იაზგანს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფატმან ჯერენ იაზგანს შეხვდა.

შეხვედრაზე კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ახალი იდეების განხორციელებაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაახლოების საკითხებზე.

"2022 წელს ბათუმში შავი ზღვის ქვეყნების ფესტივალი გაიმართება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფესტივალის მნიშვნელობაზე კულტურული დიპლომატიის კუთხით. მასში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system