თავში

ელტონ ჯონმა აივ ინფიცირებულების დასახმარებლად $1 მილიონი გამოყო

ელტონ ჯონმა აივ ინფიცირებულების დასახმარებლად $1 მილიონი გამოყო
ელტონ ჯონმა აივ ინფიცირებულების დასახმარებლად $1 მილიონი გამოყო

ბრიტანელმა მომღერალმა სერ ელტონ ჯონმა $1 მილიონიანი ფონდი დააარსა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს აივ ინფიცირებულებს დაეხმარება. 

მომღერაალმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ფონდის დაარსების შესახებ აცხადებს. მას სახელად "ელტონ ჯონის შიდსის ფონდი" ერქმევა. 

ვიდეო-მიმართვაში მომღერალი გამოთქვამს იმედს, რომ მარგინალიზებულ ჯგუფებს ამ რთულ პროცესში შესაბამისი სამედიცინო დახმარებით, ტესტირებითა და პრევენციული მკურნალობით დაეხმარება. 

"ჩვენ უნდა დავიჭიროთ მომენტი. სხვა შემთხვევაში, შედეგები იქნება დამანგრეველი აივ და სხვა ტიპის ინფექციების მქონე ადამიანებისათვის", - განაცხადა ელტონ ჯონმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system