თავში

"ერისიონის" სოლისტი ნუგზარ კურცხალია გარდაიცვალა

"ერისიონის" სოლისტი ნუგზარ კურცხალია გარდაიცვალა
ერისიონის სოლისტი ნუგზარ კურცხალია გარდაიცვალა

ანსამბლ "ერისიონის" ყოფილი სოლისტი ნუგზარ კურცხალია გარდაიცვალა. ამის შესახებ ანსამბლი Facebook-ის გვერდზე წერს. 

მომღერალი 68 წლის იყო. 

საქართველოს სახალხო მომღერალი, ღირსების ორდენის კავალერი, „ერისიონის” ყოფილი სოლისტი, ყველასთვის საამაყო ადამიანი და ჭეშმარიტი ქართველი ნუგზარ კურცხალია დღეს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ კურცხალია იყო ქართული ფოლკლორის უბადლო წარმომადგენელი და შესანიშნავი ლოტბარი. იგი ყველა კუთხის სიმღერას განსაკუთრებულად ასრულებდა და უკრავდა მრავალ ინსტრუმენტზე. მის ხელში აღიზარდნენ არაერთი თაობის მომღერლები, რომლებიც დღეს სხვადასხვა ანსამბლში მღერიან.

მას საკუთარი ხელით ნოტებზე ჰქონდა ჩაწერილი მრავალი ასეული, ხალხური სიმღერების საინტერესო ნიმუშები. ხანგრძლივი იყო მისი შემოქმედებითი გზაც. „ერისიონში” იგი 30 წელზე მეტ ხანს მღეროდა და იყო ყველასთავის საყვარელი ადამიანი, უერთგულესი და უღალატო მეგობარი.

ანსამბლი „ერისიონი” და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონო შერმანდი ჭკუასელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს, მის ახლობლბებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია „ერისიონის“ პოსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system