თავში

ეროვნულ გალერეას 4 ფერწერული ტილო დაუბრუნდა

ეროვნულ გალერეას 4 ფერწერული ტილო დაუბრუნდა
ეროვნულ გალერეას 4 ფერწერული ტილო დაუბრუნდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო წარადგინა: ირაკლი სუთიძის „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“.

ფერწერული ტილოები, 2010 წელს, ეროვნული გალერეის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდიდან, საქართველოს საელჩოში ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიტანეს, სადაც ნამუშევრები წლების განმავლობაში იყო გამოფენილი. ნამუშევრები საქართველოში დაბრუნდა და დღეს ისინი ეროვნულ გალერეას გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system