თავში

ეროვნულ გალერეაში ფიროსმანისა და ფარჯიანის გამოფენა მიმდინარეობს

ეროვნულ გალერეაში ფიროსმანისა და ფარჯიანის გამოფენა მიმდინარეობს
ეროვნულ გალერეაში ფიროსმანისა და ფარჯიანის გამოფენა მიმდინარეობს

ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის გამოფენა მიმდინარეობს. ერთ საგამოფენო სივრცეში ორი დიდი მხატვრის შემოქმედების ექსპონირების გზით მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების საინტერესო კონტექსტს გვთავაზობს, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, - ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად ახალგაზრდა მხატვარ ლევან სონღულაშვილის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ეროვნული გალერეის პირველ სართულზე არსებულ საექსპოზიციო სივრცეში მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიხსნა. გუშინ, მოცემული გამოფენის დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რამდენიმე ათეული სტუმარი დაესწრო.

რაც შეეხება ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის გამოფენას, შეგახსენებთ, ეს არის პირველი გამოფენა, რომელიც განახლებულ ეროვნულ გალერეაში იმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ ხელმისაწვდომია აუდიოტური სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული), რომლის მოსმენასაც დამთვალიერებელი ყურსასმენების საშუალებით შეძლებს; ლაზერის აპარატით კედელზე დატანილ იქნა მხატვრის ფოტო და ბიოგრაფია ორ ენაზე; განთავსდა სენსორული მონიტორი ვრცელი ინფორმაციითა და ფოტომასალით ფიროსმანისა და ძველი თბილისის შესახებ; აფიშები; 1916 წელს სამი მხატვრის - ი. ნიკოლაძე, შ. ქიქოძე, ა. მრევლიშვილი მიერ შესრულებული ფიროსმანის პორტრეტების ესკიზური ჩანახატების ფოტო ასლები. გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ილია ზდანევიჩის მიერ 1972 წელს პარიზში გამოცემულ წიგნს ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ, რომლისთვისაც პაბლო პიკასომ შექმნა ფიროსმანის პორტრეტი. მოცემული ნამუშევარი გამოფენაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან.

გამოფენა დამთვალიერებლისთვის ღიაა ყოველდღე (ორშაბათის გარდა) 10:00-დან 18:00 საათამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system