თავში

ეროვნულ გალერეაში ილია პატაშურის გამოფენა გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში ილია პატაშურის გამოფენა გაიხსნა
ეროვნულ გალერეაში ილია პატაშურის გამოფენა გაიხსნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ცნობილი მხატვრის ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა „ფხოვის ზარები“ გაიხსნა. 

გალერეაში ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა). გამოფენისთვის ასევე მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგი.

ილია პატაშური 1939 წელს სოფელ ხევშაში დაიბადა. მხატვრის შემოქმედება ჟანრულად მრავალფეროვანია - ძირითადად ტრადიციული, ისტორიული და ყოფითი სცენები, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, შესრულებული ინტენსიურ ფერთა შეხამებით. განსაკუთრებით ცნობილი ფერწერული ტილოებია: „დიდგორი“, „ვედრება“, „ბროწეულები“, „კრწანისი“ და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system