თავში

ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსებაზე კონკურსი გამოაცხადა

ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატე კონკურსი გამოაცხადა
ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსებაზე კონკურსი გამოაცხადა

2021 წლის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსებისთვის ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსის პირობების თანახმად, ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 75 წუთზე ნაკლები. ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი პროდიუსერმა უნდა წარადგინოს, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. 

პროექტის რეჟისორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეჟისორია ისეთი ფილმის, რომელსაც მოგებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სხვა კონკურსი და დასრულებული არ არის.

კონკურსზე არ დაიშვება პროექტი, რომელიც მონაწილეობს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსში.

კინოცენტრი საკონკურსო პროექტებს ელექტრონულად, 12 აპრილის 17:00 საათამდე მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system