თავში

ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების ერთიანი კომპოზიცია შეიქმნა - VIDEO

ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების ერთიანი კომპოზიცია შეიქმნა
ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების ერთიანი კომპოზიცია შეიქმნა - VIDEO

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების შერწყმით შექმნილი მუსიკალური ვიდე-რგოლი გაავრცელა. 

კომპოზიცია საქართველოს ეროვნული ჰიმნისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის ორიგინალური შერწყმაა და ის ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმა შექმნეს.

ნაწარმოების შესრულებაში 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა და ა.შ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system