თავში

ევროვიზიას მაყურებელი დაესწრება

ევროვიზიას მაყურებელი დაესწრება
ევროვიზიას მაყურებელი დაესწრება

ჰოლანდიის ხელისუფლებამ საზოგადოებას ნება დართო, ევროვიზიის კონკურსს დაესწროს, რომელიც მაისში როტერდამში გაიმართება.

"ჩვენ მივესალმებით ნიდერლანდების მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მაისში ევროვიზიის კონკურსზე მაყურებლებს ველოდებით", - აღნიშნა კონკურსის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.

ნიდერლანდების სამაუწყებლო კორპორაციის (NOS) წევრების თქმით, ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტი აპირებს ექსპერიმენტის ჩატარებას, რათა გაარკვიოს, თუ როგორ შეიძლება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხოდ.

ღონისძიებაზე დასასწრებად მაყურებლებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

ხელისუფლებამ არ გამორიცხა, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მაყურებელს ევროვიზიის ყურება ტელევიზორში მოუწევს. 

ამასთანავე ცნობილია, რომ კონკურსზე დასწრება მოგზაურობის აკრძალვის გამო, მხოლოდ ნიდერლანდების მოქალაქეებს შეეძლებათ.

საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში "ევროვიზია 2021" 41 ქვეყნის მუსიკოსი ჩაერთვება.

2020 წლის ფესტივალი, ისევე როგორც ბევრი სხვა საჯარო ღონისძიება, კორონავირუსის გამო გაუქმდა.

2021 წელს ვეროვიზიის რიგით 65-ზე ფესტივალი დევიზით "გაიღე" (Open Up) 12-დან 16 მასის ჩათვლით Ahoy-ის დარბაზში, როტერდამში უნდა ჩატარდეს. "ევროვიზია 2021"-ის ფინალი 22 მაისისთვის არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system