თავში

ფოლკლორის ცენტრი ყოველწლიურ ფესტივალ "ხალხურ საღამოებს" მასპინძლობს

ფოლკლორის ცენტრი ყოველწლიურ ფესტივალ "ხალხურ საღამოებს" მასპინძლობს
ფოლკლორის ცენტრი ყოველწლიურ ფესტივალ ხალხურ საღამოებს მასპინძლობს

ფოლკლორის ცენტრი ყოველწლიურ ფესტივალ „ხალხურ საღამოებს“ მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობს 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი.

მომდევნო კონცერტები იმერეთსა და გურიაში იგეგმება.

 ,,ხალხური საღამოების" ფარგლებში კონცერტები უკვე გამართა ანსამბლმა ,,ანჩისხატმა". ანსამბლი ზემო ნიქოზში, ღვთაების ეკლესიის ეზოში და მარტყოფში, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოში მაყურებლის წინაშე, მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა.

ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ასევე სპეციალურად ამ კონცერტებზე ჩასული სტუმრებისათვის ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები შესრულდა.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

კონცერტები ღია ცის ქვეშ კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით იმართება და დასწრება თავისუფალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system