თავში

Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სია გამოაქვეყნა

Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სია გა
Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სია გამოაქვეყნა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგი გამოქვეყნა.

ივნისის მონაცემებით, 10-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა გასული წლის განმავლობაში ჯამში 254 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 20%-ით ნაკლებია.

სიის სათავეში 48 წლის კოლუმბიელი მსახიობი, კომიკოსი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი სოფია ვერგარაა, რომელმაც გასულ წელს 43 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.


მეორე ადგილს ანჯელინა ჯოლი იკავებს, რომელმაც მიმდინარე წელს 35.5 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.


მესამე ადგილზე ისრაელელი მსახიობი გალ გადოტი გავიდა, რომელმაც "Wonder Woman"-ში შესრულებული როლით, 2020 წელს  31.5 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა. 


მეოთხე ადგილს 25 მილიონი აშშ დოლარით მელისა მაკარტი იკავებს.

ხოლო მეხუთე ადგილზე ოსკაროსანი მსახიობი მერილ სტრიპი გავიდა, რომელმაც მიმდინარე წელს 24 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

6. ემილი ბლანტი - 22.5 მლნ დოლარი

7. ნიკოლ კიდმანი - 22 მლნ დოლარი

8. ელენ პომპეო - 19 მლნ დოლარი

9. ელიზაბეტ მოსი - 16 მლნ დოლარი

10. ვაიოლა დევისი - 15.5 მლნ დოლარი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system