თავში

"ფორსაჟის" მე-9 ნაწილის პრემიერის თარიღი ცნობილია

​"ფორსაჟის" მე-9 ნაწილის პრემიერის თარიღი ცნობილია
ფორსაჟის მე-9 ნაწილის პრემიერის თარიღი ცნობილია

მძაფრსიუჟეტიან ფილმ "ფორსაჟის" მე-9 ნაწილის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს გაიმართება.

ფილმში მთავარ როლებს ვინ დიზელი, ჯონ სინა, მიშელ როდრიგესი, ტაირის გიბსონი და სხვა ცნობილი მსახიობები ასრულებენ.

ფილმის გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარეობდა.

საქართველოში "ფორსაჟის-9-ის“ ეპიზოდების გადაღებები 2019 წელს 19 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე გაგრძელდა. გადაღებები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე ქალაქ რუსთავში მიმდინარეობდა.

გადაღებები პროექტის, "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.

ფილმის ბიუჯეტმა 200 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system