თავში

ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ თანხად გაიყიდა

ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ თანხად გაიყიდა
ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ თანხად გაიყიდა

მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი "დიეგო და მე" ნიუ-იორკში აუქციონზე დაახლოებით 34,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, ნახატი 1949 წელს არის შესრულებული.

ავტოპორტრეტზე ფრიდა კალო შუბლზე დახატული ქმრის, მხატვრის დიეგო რივერას სახესთან ერთად არის გამოსახული. ამავე დროს, რივერა გამოსახულია სამი თვალით. 

აუქციონის სახლის ინფორმაციით, ნამუშევარი ედუარდო ფ. კონსტანტინის კოლექციამ შეიძინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system