თავში

გაერო ნინო სუხიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაერო ნინო სუხიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გაერო ნინო სუხიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაერო-ს წარმომადგენლობას საქართველოში ნინო სუხიშვილისათვის კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეუჩერებია. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ავრცელებს.

„„თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას.

გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას“, - ნათქვამია გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.

ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი 2017 წელს გახდა. გუშინ მედიაში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს გაერო-მ ნინო სუხიშვილს ჰომოფობიური პოზიციის გამო კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება შეუჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system