თავში

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ქართულ ფილმს განიხილავს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ქართულ ფილმს განიხილავს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ქართულ ფილმს განიხილავს

ბრიტანული გავლენიანი გამოცემა The Guardian ლევან აკინის ფილმ, "და ჩვენ ვიცეკვეზე" წერს. კრიტიკოსი პიტერ ბრედშოუ ქართულ-შვედურ ფილმს დადებით კონტექსტში განიხილავს და გასული წლის კანის კინოფესტივალის ჰიტს უწოდებს.

"ფილმი, რომლის თავისუფალი მიმდინარეობა ახალ ფრანგულ ტალღას მაგონებს. ეს არის ისტორია საქართველოს ნაციონალური ანსამბლის ორ მოცეკვავე მამაკაცზე, რომელთა სასიყვარულო ურთიერთობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ქართული ცეკვის მაჩოური კონსერვატივიზმის გამო. მერაბი (ლევან გელბახიანი) ბრწყინვალე ახალგაზრდა პერფორმერია, რომლის ლაღ, მგრძნობიარე იმპროვიზაციას ცეკვის დროს, დასის ხელმძღვანელი გმობს, რადგან თვლის, რომ მერაბი ტრადიციებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას ამჟღავნებს. მერაბს უსამართლოდ აქვეითებენ ახალმოსული ირაკლის (ბაჩი ვალიშვილი) სასარგებლოდ, რომელიც მოცეკვავეთა საზოგადოებაში მეტად მიღებულია მისი მასკულინობის გამო. ირაკლისა და მერაბს შორის ნაპერწკალი ჩნდება, რასაც მტკივნეულად განიცდის მერი (ანა ჯავახიშვილის მომაჯადოებელი შესრულება), ის მერაბს ბავშვობიდან იცნობს და თავს მის საცოლედ განიხილავს.

სახლში დაბრუნებულ მერაბს, მისი ღარიბი ოჯახი ხვდება, მას მათთვის საჭმლის ნარჩენები მიაქვს, რომელსაც იმ რესტორნიდან ეზიდება, სადაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. როცა სახლში შუქი ქვრება, მისი ბებია წაიბუზღუნებს, რომ ეს მომენტი მას შევარდნაძის დროს ახსენებს. მერაბის გაუცხოებული მამა, რომელიც ყოფილი მოცეკვავეა, მათი საზოგადოებიდან დიდი ხანია ამოვარდნილია და ახლა სავაჭრო დახლს განაგებს.

ლევან გელბახიანი (მოცეკვავეს, რომელსაც წარსულში მსახიობობის გამოცდილება არ ჰქონდა) მერაბის როლს შესანიშნავად ასრულებს. მისი ემოციური, ინტელიგენტური და სენსიტიური სახე ეკრანს სიცოცხლეს სძენს. ეს განსაკუთრების მაშინ იგრძნობა, როდესაც მერაბი გაურკვევლობაში ვარდება, როცა მის გმირს ირაკლი უყვარდება.

ცეკვის სცენების ცქერა ძალიან სასიამოვნოა. შემეძლო მათთვის საათობით მეყურებინა, თუმცა გული დამწყდა მერაბის, ირაკლის და ანას მონაწილეობით შესრულებული დადგმული ცეკვა რომ ვერ ვიხილე. სამაგიეროდ ფილმში "ქორწინების" საოცარი სცენაა, სადაც მერაბის ძმას, ახლად დაორსულებულ ქალი მოჰყავს ცოლად. ამას კი მიმღებში ოსტატურად, ერთ კადრში გადაღებული სცენა მოყვება. ეს სურათი ნამდვილად საოცარია." - წერს პიტერ ბრედშოუ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system