თავში

გელათის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ექსპერტები შეისწავლიან

გელათის რესტავრაციის პროცესში დაშ შეისწავლიან
გელათის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ექსპერტები შეისწავლიან

გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება. ამ საკითხზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს.

მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს შეხვდა.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რომ იუნესკოსთან სრულფასოვანი კომუნიკაცია აწარმოოს და მოკლე ვადებში მიაღწიოს საქართველოში ისეთი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ქვეყანას სამწუხაროდ არ ჰყავს (სხვებს შორის, მოჭიქული კრამიტით გადახურვის სპეციალისტი).

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს (მათ შორის ფოტო- და ვიდეომასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მოცემული მასალები სამინისტროსა და ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ჩატარებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავონ", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწყებაში მეორე ჯგუფის შექმნაც იგეგმება, რომელშიც ფერწერის სპეციალისტები გაერთიანდებიან და დაზიანებული ფრესკების გადარჩენის საკითხზე იმუშავებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system