თავში

გიორგი კეკელიძე ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა

გიორგი კეკელიძე ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა
გიორგი კეკელიძე ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა

გიორგი კეკელიძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა. ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში ჩავიდა, სადაც ზაზა გახელაძის შვილებს, 11 წლის ანანოსა და 9 წლის მარიამს დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. 

„ოკუპაციური რეჟიმის პატიმრის, ზაზა გახელაძის შვილებს, ანანოსა და მარიამს, დათა პაპას სახელობის სტიპენდია დავუნიშნეთ და მათი ახალი ბიბლიოთეკისთვის პირველი წიგნები ჩავიტანეთ“,- აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ზაზა გახელაძის მეუღლის თქმით, ეს ბედნიერი დღეა მათთვით, სტიპენდიაც დიდი სტიმულია, რომ მეტი ისწავლონ, მეტი გაიგონ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system