თავში

გრან კანარიის სეზონი გიორგი გაგნიძის "მაკბეტით" იხურება

გრან კანარიის სეზონი გიორგი გაგნიძის "მაკბეტით" იხურება
გრან კანარიის სეზონი გიორგი გაგნიძის მაკბეტით იხურება

გრან კანარიის საოპერო თეატრი სეზონს ჯუზეპე ვერდის ოპერა „მაკბეტით“ იხურება, რომელშიც ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მონაწილეობს, მისი პარტნიორი კი იტალიელი სოპრანო ანა პიროცია.

პირველი სპექტაკლი 15 ივნისს გაიმართა.  “მაკბეტზე“ დასწრების დიდი მოთხოვნის გამო, გრან კანარიის თეატრის დირექციამ ყველა სპექტაკლი დიდ დარბაზში - Alfredo Craus Auditorium-ში გადაიტანა.

 „მაკბეტი“-ს სპექტაკლები 17 და 19 ივნისსაც გაიმართება. სპექტაკლი ესპანელმა რეჟისორმა ალფონსო რომერომ დადგა. წარმოდგენებს დირიჟორობს იტალიელი ფრანჩეკსო ივან ჩამპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system