თავში

"გრემის დაჯილდოება" გადაიდო

"გრემის დაჯილდოება" გადაიდო
გრემის დაჯილდოება გადაიდო

2022 წლის "გრემის დაჯილდოება", რომელიც  აშშ-ში, 31 იანვარს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება Grammy-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დაჯილდოება კორონავირუსის  ომიკრონ შტამის მკვეთრი გავრცელების გამო გადადეს. კონკრეტულად როდის გაიმართება ცერემონია ჯერ-ჯერობით უცნობია.

"ჩვენი მუსიკალური საზოგადოების, მაყურებლის და ასობით ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება. ომიკრონ შტამის გარშემო არსებული გაურკვევლობის გათვალისწინებით, 31 იანვრის შოუ ძალიან ბევრ რისკს შეიცავს", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ორგანიზატორების თქმით, ცერემონიის ახალი თარიღი მალე გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system