თავში

გვენ სტეფანიმ ახალი ვიდეო Let Me Reintroduce Myself წარმოადგინა - VIDEO

გვენ სტეფანიმ ახალი ვიდეო Let Me Reintroduce Myself წარმოადგინა
გვენ სტეფანიმ ახალი ვიდეო Let Me Reintroduce Myself წარმოადგინა - VIDEO

ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა და მოდის დიზაინერმა გვენ სტეფანიმ ახალი ვიდეო წარმოადგინა. მას სახელად Let Me Reintroduce Myself ჰქვია. 

მომღერლის განახლებული იმიჯის პარალელურად ვიდეოში რამდენიმე სიუჟეტი ვითარდება, სადაც გვენ სტეფანის ლეგენდარული ვიდეოებიდან მისი სხვადასხვა ვერსიები ერთმანეთს უერთდება. ვიდეო სტეფანის გულშემატკივრებს სთავაზობს იმოგზაუროს მისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე, როდესაც ვარსკვლავის თვალისმომჭრელი საჯარო გამოსვლები საზოგადოების განხილვის საგნად დიდხანს რჩებოდა.

მათ შორისაა ცისფერი თმა და ლურჯი ბიუსჰალტერი, რომელიც მომღერალს 1998 წლის MTV-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ეცვა. ასევე, კოპლებიანი კაბა, რომლის მსგავსიც ვიდეოში Don't Speak ეცვა. 

"ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი ხელახლა" , - მღერის გვენ სტეფანი და საზოგადოებას, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ნამდვილი ფეიერვერკით უბრუნდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system