
HBO Max-მა "ჰარი პოტერის" ახალი საიუბილეო ეპიზოდის ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა.
სპეციალური ეპიზოდი "ჰარი პოტერის" პირველი ფილმის გამოშვებიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა.
საიუბილეო ეპიზოდის სახელწოდება "ჰარი პოტერის მე-20 იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნებაა".
მაყურებელს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა ლეგენდარული ტრი — დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინტი და ემა უოტსონი — იხილოს.
საიუბილეო ეპიზოდის პრემიერა 2022 წლის პირველ იანვარს HBO Max-ზე შედგება.