თავში

HBO-მ ფილიპ როთის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია გადაიღო - VIDEO

HBO-მ ფილიპ როთის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია გადაიღო - VIDEO
HBO-მ ფილიპ როთის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია გადაიღო - VIDEO

კომპანია HBO-მ ინტერნეტში ახალი სერიალის ტრეილერი გაავრცელა. კინოპორტალმა, ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის გახმაურებული რომანის "შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ"-ის მიხედვით, ამავე სახელწოდების მინი-სერიალი შექმნა. ახალი ნამუშევრის ხილვის საშუალება, მაყურებლებს მარტიდან ექნებათ. სატელევიზიო შოუ მხოლოდ რვა სერიიანი იქნება. ფილიპ როთი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელად ითვლება. იგი არაერთი ცნობილი ნაწარმოების ავტორია.  მისი რომანებია „ამერიკული პასტორალი“ „ჩემი ქმარი კომუნისტია“, „ადამიანური ლაქა“, „დიდი ამერიკული რომანი“, „შაბათის თეატრი“. მრავალი ჯილდოს მფლობელი ავტორი 2018 წელს გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system