თავში

HBO-მ ჯორჯ მარტინთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

HBO-მ ჯორჯ მარტინთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
HBO-მ ჯორჯ მარტინთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ამერიკულმა საკაბელო სატელევიზიო არხმა HBO-მ მწერალ ჯორჯ მარტინთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter წერს.

გამოცემის ცნობით, ჯორჯ მარტინი მონაწილეობას მიიღებს HBO Max-ის სტრიმინგის სერვისის კონტენტის წარმოებაში. გამოცემის წყარო მწერალთან დადებული გარიგების ოდენობას "რვანიშნა რიცხვად" აფასებს.

HBO ამჟამად  ხუთ პროექტზე მუშაობს, რომელიც ჯორჯ მარტინის ნაწარმოების "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" მიხედვით შეიქმნა. 

მას შემდეგ, რაც 2019 წელს საკულტო სერიალი Game of Thrones დასრულდა, სტრიმინგ სერვისმა ჯორჯ მარტინთან მოლაპარაკებები დაიწყო. სერიალის ერთ-ერთ პრიქველზე, Dragon House-ზე მუშაობა უკვე დაწყებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system