თავში

იაპონიაში, იაიოი კუსამას სკულპტურა ზღვამ გაიტაცა - VIDEO

იაპონიაში, იაიოი კუსამას სკულპტურა ზღვამ გაიტაცა
იაპონიაში, იაიოი კუსამას სკულპტურა ზღვამ გაიტაცა  - VIDEO

იაპონიაში, სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ნაოშიმაში, ტალღამ ხელოვანი იაიოი კუსამას სკულპტურა, სახელწოდებით "ყვითელი გოგრა", გაიტაცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გოგრის ცნობილი ქანდაკება, ქალაქში 1994 წლიდან იდგა. მიმდინარე კვირას ქალაქის სანაპირო ზოლს ტაიფუნმა გადაუარა. სკულპტურა სწორედ სანაპირო ზოლში იდგა, მან ტალღის სიმძლავრეს ვერ გაუძლო და ადგილიდან მოწყდა.  

გოგრის ქანდაკება ქალაქს თავად დიზაინერმა იაოი კუსამამ აჩუქა და იგი ნაოშიმაშის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა.

კუსამას ნამუშევრები ძირითადად კონცეპტუალურ ხელოვნებად მოიაზრება ფემინიზმის, მინიმალიზმის, სიურრეალიზმის, პოპ-არტისა და აბსტრაქტული ექსრესიონიზმის ელემენტებით. ისინი ხშირად ავტობიოგრაფიულ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ თემებს ეხება. კუსამა ასევე მწერალი და პოეტია. ბოლო მრავალი წლის განმავლობაში სულიერად ავადმყოფია. 2008 წლის 12 ნოემბერს ნიუ-იორკისკრისტის აუქციონზე მისი ერთ-ერთი ნამუშევარი $5,1 მილიონ აშშ-ის დოლარად გაიყიდა, რაც რეკორდული თანხაა ცოცხალი მხატვარი ქალისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system