თავში

იდალგოს ვიზუალური ხელოვნების ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმარია

იდალგოს ვიზუალური ხელოვნების ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმარია
იდალგოს ვიზუალური ხელოვნების ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმარია

ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - FINI 2021-ის გახსნის საზეიმო ცერემონია 23 აპრილს გაიმართა. მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფესტივალის პირველივე დღეს მოეწყო 2 გამოფენა - “ათასფერი საქართველო”, რომელიც იდალგოს დედაქალაქში ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და, ასევე - “ქართული ფოტოგრაფია -წარსული, აწმყო და მომავალი”. ამავე დღეს, ფესტივალის ოფიციალურ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, გაიმართა ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის - ბადრი ვადაჭკორიას ვიდეო-კონფერენცია.

25 აპრილის პროგრამა წარმატებულ ქართველ კინემატოგრაფისტებს – ნინო კირთაძესა და დეა კულუმბეგაშვილს დაეთმო. ნინო კირთაძემ წაიკითხა ონლაინ ლექცია - "ზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს შორის", ხოლო დეა კულუმბეგაშვილმა ისაუბრა თემაზე - “ქართული კინო”.

ფესტივალის პროგრამის და საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს შესახებ, ასევე ფესტივალის თემის - წყლის რესურსების პრობლემების თაობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენელმა მარკო ანტონიო ალფარომ, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თამარ გამილაღდიშვილმა და ფესტივალის სტუმრებმა. უკვე მოეწყო ფოტო-კონკურსში გამარჯვებული ხელოვანების გამოვლენა და დაჯილდოება, ხოლო დოკუმენტური ფილმების კონკურსზე, ჟიურის საპატიო წარმომადგენელია ნინო კირთაძე.

ფესტივალი მექსიკაში უკვე მეათედ იმართება, მაგრამ პანდემიის გამო ღონისიძიებები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება 30 აპრილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system