თავში

ფილმ “გვირაბის" ბერძნული პრემიერა ონლაინ შედგება

ფილმ “გვირაბის" ბერძნული პრემიერა ონლაინ შედგება
ფილმ “გვირაბის ბერძნული პრემიერა ონლაინ შედგება

ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის დოკუმენტური ფილმის, “გვირაბის" ბერძნული პრემიერა ონლაინ შედგება. ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს ღონისძიება განსხვავებული ფორმატით გაიმართება და ჟიური და მაყურებელი ფილმებს დისტანციურად ნახავს.

“გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). 

ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 19-28 მაისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system