თავში

ილიას აზერბაიჯანული თარი - ორი ერის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სიმბოლო

ილიას აზერბაიჯანული თარი - ორი
ილიას აზერბაიჯანული თარი - ორი ერის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სიმბოლო

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის პირად ნივთებს შორისაა  საუკუნოვანი სიმებიანი საკრავი, თარი. 

ქართველი ერის მამას თარი აზერბაიჯანელმა ოსტატმა აჩუქა და სწორედ ამით დააფასა ილიას პატივისცემა აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ. 

ილია გაზეთ "ივერიაში" წერდა, რომ აზერბაიჯანელები, როგორც უმეტესი სამხრეთელებისა გულღია, მშვიდი, დინჯი და მოკრძალებული ერია, რომ აზერბაიჯანელი არასდროს უღალატებს მას, ვისაც პატივს სცემს და აფასებს. აზერბაიჯანელები აფასებენ მათ, ვინც ჭკვიანი, გამოცდილი და თავდადებულია. 

ილიას ასეთი დამოკიდებულების გამო პატივისცემა ორმხრივი იყო და მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა აზერბაიჯანელ ინტელიგენციასთან.

აზერბაიჯანელი სახალხო მწერლის ანარ რზაევის წიგნში "აზერბაიჯანის ლიტერატურა, ხელოვნება და კულტურა", რომელიც 2013 წელს გამოვიდა, ნათქვამია, რომ ილია გაზეთ "ივერიაში" ხშირად აქვეყნებდა აზერბაიჯანული ანდაზებს. ასევე ხშირად ქვეყნდებოდა მირზა შაფის პოემებიდან გამორჩეული აფორიზმებიც. 

1907 წლის 30 აგვისტო ქართველებისთვის ტრაგიკული თარიღია. დღე, როდესაც ილია ქართველის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ინახება ილია ჭავჭავაძის დაკრძალვის დროს მიტანილ გვირგვინებზე არსებული ლენტები. ერთ-ერთ მათგანზე წერია "თბილისელი მუსულმანებისგან". 

1972 წელს ილიას სახლ-მუზეუმში აზერბაიჯანელი პოეტი მამედ არაზი ყოფილა ჩასული. როგორც თავის ნაშრომში ფილოლოგიის დოქტორი ნიზამი მურადოღლუ წერს, მამედ არაზს საკმაოდ კარგად შეუსწავლია ჭავჭავაძის ნაშრომები და დიდ პატივს სცემდა მას. 

"სახლ-მუზეუმში ერთმა ექსპონანტმა  განსაკუთერბული შთაბეჭდილება მოახდინა პოეტზე. იქ ინახებოდა ტყვია, რომელმაც ილიას სიცოცხლე დაასრულა. ამ გარემოებამ წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა მამედ არაზზე", - წერს მურადოღლუ.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ არაზმა დაწერა ლექსი "ტყვია, რომელიც დიდებას მოხვდა". 

ილია ჭავჭავაძის სახლი საგურამოში პროგრესული ინტელიგენციის შეკრების ადგილი არაერთხელ გამხდარა. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი თავყრილობის დროს მიართვეს ილიას თარი, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოს სულიერ მამას ძალიან მოსწონდა და ის სახლ-მუზეუმში დღესაც გამოსაჩენ ადგილას დგას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system