თავში

იმერეთის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

იმერეთის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა
იმერეთის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

"თეატრალური იმერეთი 2020“ ქუთაისში გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრო.

"ეს ფესტივალი კარგად წარმოაჩენს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მდიდარი თეატრალური მხარე იმერეთია. ქართული თეატრის მნიშვნელოვანი და უდიდესი არტისტული ნაკადი სწორედ ჩვენი მხარიდან არის.

იმერეთი გამოირჩევა იმითაც, რომ ამ რეგიონში ყველაზე მეტი პროფესიული და მოყვარული თეატრალური დასი ფუნქციონირებს და ეს ფესტივალი მათთვის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება", - დაწერა Facebook-ზე შალამბერიძემ. 

იმერეთის თეატრალური ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და 11 წლის შემდეგ აღდგა.

ფესტივალი მაყურებელს 21 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს, წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალის ყველას მონაწილეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system