თავში

იუნესკოს ექსპერტი გელათის გადახურვის საკითხს შეისწავლის

იუნესკოს ექსპერტი გელათის გადახურვის საკითხს შეისწავლის
იუნესკოს ექსპერტი გელათის გადახურვის საკითხს შეისწავლის

იუნესკოს ექსპერტი გელათის ტაძარზე ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებულ ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლია. ექსპერტს დოკუმენტაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან გადასცემენ. ამის შესახებ დღეს მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან და მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფთან გამართა მორიგი შეხვედრა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის შესახებ დოკუმენტაცია ექსპერტს საქართველოში ჩამოსვლამდე გაეგზავნება, რათა იგი ამ მასალებს გაეცნოს და საქართველოში ვიზიტისთვის მოემზადოს.

შეხვედრაზე მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ შეიქმნას სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას მოახდენს.

შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ სხვადასხვა ენებიდან ითარგმნოს და ქართულად გამოიცეს უცხოური, ან ხელახლა გამოიცეს ქართული წიგნები, რომლებიც მოძველებულია ან ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სახელმძღვანელოებად არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის.

დაბოლოს, შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან (რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გელათის საკითხზე მუშაობს) შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია და სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ 6 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system