თავში

ჯაზის ვარსკვლავი კლოდ ბოლინგი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯაზის ვარსკვლავი კლოდ ბოლინგი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჯაზის ვარსკვლავი კლოდ ბოლინგი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი ჯაზმენი კლოდ ბოლინგი, რომელმაც მრავალი ფრანგული ფილმისთვის მუსიკა დაწერა, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"კლოდ ბოლინგი წავიდა, წაიყვანა ჩემი ახალგაზრდობა და 60 წლის თავდადებული მეგობრობა, ცხოვრების სიხარული, მხიარული სიმღერები და უდარდელი ურთიერთობები. მე მახსოვს მისი გაუთავებელი ნიჭი, ერთგულება და თანადგომა", - განაცხადა ფრანგმა მსახიობმა, ბრიჟიტ ბარდომ.

მუსიკოსის ოჯახის წევრების თქმით, მას ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა დაავადება ჰქონდა და პარიზის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კლოდ ბოლინგი, რომელიც 1930 წელს კანში დაიბადა, 16 წლის ასაკში შექმნა პირველი ორკესტრი პარიზში. საფრანგეთში მან მტკიცედ დაიმკვიდრა ჯაზის სამყაროში ნამდვილი მნათობის რეპუტაცია. ითვლება, რომ კლოდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1960-იან წლებში ამ მუსიკალური მიმართულების განვითარებაში. მას ეკუთვნის ასამდე ნამუშევარი, რომელთაგან ბევრი ფრანგულ კინემატოგრაფიაში აღმოჩნდა, მათ შორის იყო ფილმი "ბორსალინო", "პოლიციის ამბავი" და მრავალი სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system