თავში

ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისგან იცავს

ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისგან იცავს
ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისგან იცავს

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი ყოფილ მეუღლეს, ბრედ პიტს მხარდაჭერას უცხადებს. ბრიტანული გამოცემა The Mirror-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ენისტონმა შეიტყო, რომ ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა, მსახიობმა ყოფილი მეუღლის მხარე დაიჭირა და მის მიმართ არსებული ბრალდებები უარყო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ენისტონი პიტს ტელეფონით ესაუბრა, მას შემდეგ, რაც მის მიმართ არსებული  ამაზრზენი ბრალდებების შესახებ შეიტყო. საჭიროების შემთხვევაში, ჯენიფერ ენისტონი მზად არის პიტის სასარგებლოდ ჩვენების მისაცემად სასამართლოს წინაშეც კი წარდგეს.

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ოფიციალურად  2019 წელს განქორწინდნენ. თუმცა, მათ გარშემო არსებული სკანდალები და სასამართლო პროცესები კვლავ გრძელდება. წყვილი ექვსი საერთო შვილის მეურვეობის საკითხზე ვერ თანხმდება.

ჯოლიმ ცოტა ხნის წინ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. მან ყოფილი ქმარი ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. დოკუმენტები მათი უფროსი ვაჟის ჩვენებას შეიცავს, რაც სავარაუდოდ პიტის თავდასხმას ადასტურებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system