თავში

ჯენიფერ ლოპესი საქმროს დაშორდა

ჯენიფერ ლოპესი საქმროს დაშორდა
ჯენიფერ ლოპესი საქმროს დაშორდა

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, საქმროს, ბეისბოლის მოთამაშე ალექს როდრიგესს დაშორდა.  წყვილის ქორწილი 2021 წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი.

ლოპესისა და როდრიგესის ურთიერთობა ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დასრულდა. თავდაპირველად, ისინი დაქორწინებას ჯერ კიდევ 2020 წელს გეგმავდნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ მათი გეგმები ჩაშალა.

წყვილის დაშორების მიზეზი უცნობია. თუმცა, უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, როდრიგესმა ჯეი ლოს უღალატა. სხვა წყაროების ცნობით კი ბეისბოლის მოთამაშე საცოლის მუდმივი გასტროლებითა და გადაღებებით გადაიღალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system