თავში

ჯგუფ Senseless Things-ის ვოკალისტი გარდაცვლილი იპოვეს

​ჯგუფ Senseless Things-ის ვოკალისტი გარდაცვლილი იპოვეს
ჯგუფ Senseless Things-ის ვოკალისტი გარდაცვლილი იპოვეს

პანკ-როკ-ჯგუფ Senseless Things-ის ვოკალისტი მარკ კედსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ კოლექტივის გიტარისტი ავრცელებს. მისი თქმით, კედსი დიდი ხნის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს Senseless Things-ის შემადგენლობაში მუშაობაში დაძაბულობას ქმნიდა, ჩვენ მას დავიმახსოვრებთ როგორც მეგობარს, ძმასა და ნიჭიერ ადამიანს, რომელიც დღეს დავკარგეთ", - წერს ის სოციალურ ქსელში.

მარკ კედსის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ჯგუფი Senseless Things ლონდონში 1986 წელს შეიქმნა. მან 4 ალბომი გამოუშვა. ჯგუფი 1995 წელს დაიშალა. კედსი მონაწილეობდა ჰგუფებში Jolt, the Lams, The Wildhearts, Trip Fontaine და Deadcuts, ასევე მონაწილეობა მიიღო ჯგუფ The Libertines-ის ჰიტში Can't Stand Me Now.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system