თავში

ჯგუფი Coldplay იშლება

ჯგუფი ​Coldplay იშლება
ჯგუფი Coldplay იშლება

Coldplay-ის მთავარმა სოლისტმა, კრის მარტინმა განაცხადა, რომ ჯგუფი მე-12 ალბომის გამოშვების შემდეგ დაიშლება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

გამოცემის ცნობით, ჯგუფმა სულ ცოტა ხნის წინ მე-9 ალბომზე მუშაობა დაასრულა, რომელიც 15 ოქტომბერს გამოუშვა.

"ეს ხუმრობა არ არის, ეს სიმართლეა. ვფიქრობ, მე-12-ს შემდეგ ყველაფერი დასრულდება", - აცხადებს კრის მარტინი. 

გამოცემის ცნობით, ბენდის დაშლას მომდევნო სამი ალბომის გამოსვლის შემდეგ უნდა ველოდოთ.

Coldplay ბრიტანული როკ ჯგუფია, რომელიც 1996 წელს შეიქმნა. ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის Brit-ის რვა ნომინაცია საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის ნომინაციაში (სამჯერ გამარჯვებით) და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდო. სულ Coldplay ფლობს გრემის შვიდ ჯილდოს 25 ნომინაციაში. ჯგუფმა მსოფლიოში გაყიდა 80 მილიონი ჩანაწერი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system