თავში

ჯოან როულინგის სახლთან ტრანს-აქტივისტი იკრიბებიან

ჯოან როულინგის სახლთან ტრანს-აქტივისტი იკრიბებიან
ჯოან როულინგის სახლთან ტრანს-აქტივისტი იკრიბებიან

სამმა ტრანს-აქტივისტმა ბრიტანელი მწერლის ჯ.კ. როულინგის სახლის მისამართი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამის შესახებ ჰარი პოტერის წიგნების ავტორმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

„პარასკევს, ჩემი მისამართი "ტვიტერზე" გამოაქვეყნა სამმა აქტივისტმა, რომლებმაც ჩვენი სახლის გარეთ ფოტო გადაიღეს. ისინი ისე იყვნენ განლაგებული, რომ ჩვენი მისამართი ჩანდა [სურათებზე]“, - დაწერა როულინგმა. მან ინტერნეტ მომხმარებლებს ფოტოების წაშლისაკენ მოუწოდა. აქტივისტები როულინგის სახლთან გასული წლის სკანდალის შემდეგ იკრიბებიან.

მწერლის გარშემო სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც  2020 წლის ზაფხულში მან ფემინისტურ თოქ-შოუს დასცინა. გადაცემის მთავარი თემა იყო  "COVID-19-ის შემდეგ ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო სამართლიანი სამყარო ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მენსტრუაცია“. როულინგმა იხუმრა, რომ მიმომხილველს სათაურში სიტყვა ქალის თქმა დაავიწყა, რის შემდეგაც ის ტრანსფობიაში დაადანაშაულეს. 

მას შემდეგ, უკვე თვეები გავიდა, თუმცა როულინგის მიმართ მუქარა არ წყდება. იგი სიძულვილის ენის შემცველ შეტყობინებებს იღებს და მას მოკვლითაც კი ემუქრებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system