თავში

ჯონ ლენონის კასეტა აუქციონზე 75.5 ათას დოლარად გაიყიდა

ჯონ ლენონის კასეტა აუქციონზე 75.5 ათას დოლარად გაიყიდა
ჯონ ლენონის კასეტა აუქციონზე 75.5 ათას დოლარად გაიყიდა

დანიაში, ჯონ ლენონის კასეტა გამოუქვეყნებელი ჩანაწერით აუქციონზე გაიყიდა. ლოტის ღირებულება  75.5 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. 

Bruun Rasmussen Auctioneers-ის აუქციონზე გაყიდულ კასეტაზე 1973 წლის ინტერიუს ჩანაწერია აღბეჭდილი. ჩანაწერი სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს, როდესაც მუსიკოსისა და მისი მეუღლისგან ინტერიუს იღებდნენ.  ამასთან, ჯონ ლენონმა მეუღლესთან ერთად შეასრულა სიმღერები "Give Peace a Chance" და "Radio Peace".

”ჯონ ლენონთან და იოკო ონოსთან შეხვედრამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე, რადგან ჩვენ მათ მივიჩნევდით პოლიტიკურ წინასწარმეტყველებად და მშვიდობის სიმბოლოდ”, - თქვა კარსტენ ჰოიენმა, ოთხი სკოლის მოსწავლედან ერთ-ერთმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system