თავში

ჯონ ლენონისა და იოკო ონოს უცნობ აუდიოჩანაწერს აუქციონზე გაყიდიან

​ჯონ ლენონისა და იოკო ონოს უცნობ აუდიოჩანაწერს აუქციონზე გაყიდიან
ჯონ ლენონისა და იოკო ონოს უცნობ აუდიოჩანაწერს აუქციონზე გაყიდიან

დანიაში გაიმართება აუქციონი, რომელზეც ჯონ ლენონისა და იოკო ონოს აქამდე გამოუქვეყნებელი აუდიოჩანაწერს გაყიდიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

33-წუთიანი აუდიოჩანაწერი ოთხმა დანიელმა მოზარდმა „ბითლზის“ დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 50 წლის წინ გააკეთა. აუდიოკასეტაზე ჯონ ლენონთან და იოკო ონოსთან ინტერვიუა ჩაწერილი. გარდა ამისა, ჩანაწერი შეიცავს სიმღერას, რომელიც სავარაუდოდ არასდროს გამოქვეყნებულა.

აუქციონის სახლის შეფასებით, ჩანაწერის სავარაუდო ღირებულება 32 ათასიდან 50 ათას დოლარამდე მერყეობს.

დანიელმა მოსწავლეებმა ლეგენდარულ წყვილთან ინტერვიუ სკოლის გაზეთისთვის 1970 წლის იანვარში ჩაწერეს, როდესაც ჯონ ლენონი და იოკო ონო დანიაში იმყოფებოდნენ. ინტერვიუ ძირითადად წყვილის სამშვიდობო კამპანიას ეხებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system