თავში

ჯონი დეპი "Fantastic Beasts-ის" გადაღებებიდან მოხსნეს

ჯონი დეპი "Fantastic Beasts-ის" გადაღებებიდან მოხსნეს
ჯონი დეპი Fantastic Beasts-ის გადაღებებიდან მოხსნეს

კინოკომპანია Warner Bros.-მა მსახიობ ჯონი დეპს, წაგებული სასამართლო დავის შემდეგ, ფილმ Fantastic Beasts-ის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

"მსურს, შეგატყობინოთ, რომ Warner Bros.-მა მთხოვა, დამეტოვებინა გრინდელვალდის როლი ჯადოსნურ არსებებში. მე კი მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მოთხოვნას დავთანხმდი", — წერს ჯონი დეპი. 

ჯონი დეპი 2016 წლიდან ფილმ Fantastic Beasts-ში გრინდელვალდის როლს ასრულებდა. 

მსახიობმა ჯონი დეპმა ლონდონის სასამართლოში გამოცემა Sun-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო, სადაც იგი გაზეთს ცილისწამებაში ადანაშაულებდა. გაზეთის მიერ გამოქვეყნებუყლ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ამერიკელი მსახიობი ყოფილ ცოლზე, ამბერ ჰერდიზე, ძალადობდა. დეპმა ბრალდებები უარყო და საქმე გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოში აღძრა. თუმცა, გამოცემამ სასამართლო პროცესზე არაერთი მტკიცებულება წარმოადგინდა, რომლითაც დადასტურდა, რომ მსახიობის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდება უსაფუძვლო არ ყოფილა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system